TI-საქართველო: 24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, გამოავლინეს 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომლებიც კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, პარალელურად 30 კომპანიაში დირექტორის პოზიციას იკავებენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თანამდებობის პირებს შორის არიან მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე თემურ გასვიანი, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე მერაბ ბექაია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











