ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
ბოლო განახლება: 13 ოქტომბერი, 2026
ეს პოლიტიკა ეხება ვებგვერდს genews.ge („Genews“, „ჩვენ“), რომელიც ეკუთვნის შპს „ინოვა სერვისი“-ს (თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი 34). აქ აღწერილია, რა მონაცემები გროვდება საიტის გამოყენებისას და როგორ.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
საიტის კითხვისთვის რეგისტრაცია საჭირო არ არის და თქვენს სახელს, ელფოსტას ან სხვა პირად მონაცემს არ ვითხოვთ. პოპულარული სტატიების ჩამოსათვლელად ვინახავთ მხოლოდ სტატიის ნახვების საერთო რაოდენობას, რომელიც კონკრეტულ ადამიანს არ უკავშირდება. ერთი და იმავე ნახვის ორჯერ დათვლის თავიდან ასაცილებლად ბრაუზერში დროებით (სესიის ბოლომდე) ინახება ჩანაწერი. სერვერი, როგორც ნებისმიერი ვებსაიტი, ტექნიკურ ჟურნალებში დროებით ინახავს IP მისამართს და ბრაუზერის ტიპს უსაფრთხოებისა და გაუმართაობის აღმოსაფხვრელად.
თუ მოგვწერთ ელფოსტით, თქვენს წერილს და მისამართს მხოლოდ პასუხისთვის ვიყენებთ.
რეკლამა და ქუქი-ფაილები
საიტზე რეკლამას აჩვენებს Google AdSense. Google და მისი პარტნიორები იყენებენ ქუქი-ფაილებს, რათა რეკლამა აჩვენონ თქვენი წინა ვიზიტების მიხედვით, ამ და სხვა საიტებზე. Google-ის სარეკლამო ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს მას და მის პარტნიორებს, აჩვენონ რეკლამა თქვენი ინტერნეტ-ვიზიტების საფუძველზე.
პერსონალიზებული რეკლამის გამორთვა შეგიძლიათ Google-ის რეკლამის პარამეტრებში, ხოლო სხვა მომწოდებლების ქუქი-ფაილებისა www.aboutads.info-ზე. დეტალები: როგორ იყენებს Google მონაცემებს პარტნიორ საიტებზე. ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონისა და დიდი ბრიტანეთის მკითხველებს ქუქი-ფაილებზე თანხმობას ვთხოვთ.
სხვა მომსახურებები
საიტი იყენებს ვიზიტების მრიცხველს TOP.GE და შეიძლება აჩვენოს პარტნიორების ვიჯეტები. ამ სერვისებს თავიანთი წესები აქვთ. გაზიარების ღილაკები (Facebook, X, Telegram, WhatsApp) ჩვეულებრივი ბმულებია და მონაცემს მხოლოდ მაშინ გადასცემენ, როცა მათ დააჭერთ.
ბავშვები
საიტი არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ბავშვებისთვის და მათ მონაცემებს შეგნებულად არ ვაგროვებთ.
თქვენი უფლებები და კონტაქტი
შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ შენახული მონაცემების შესახებ ან მათი წაშლა. ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვწერეთ: info.genews@gmail.com, ან დაგვირეკეთ: +995 591 06 08 52. პოლიტიკის ცვლილებისას ახალი ვერსია ამ გვერდზე გამოქვეყნდება.