ირანი კატარის ახალ წინადადებას ომის დასრულებაზე მიუღებლად მიიჩნევს

ირანი ომის დასრულების შესახებ ახალ წინადადებას მიუღებლად მიიჩნევს. ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კატარელმა შუამავლებმა ირანს ახალი წინადადება გადასცეს. მისი მიზანი აშშ-თან ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევაა.
ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, კატარის გადაცემული წინადადება მიუღებელ იდეებს შეიცავს.
სხვა ოფიციალური პირის ინფორმაციით, ირანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტს განიხილავს და კატარს პასუხს კვირის ბოლომდე გადასცემს.
Reuters-ის ცნობით, კატარის წინადადება მხარეებს შვიდდღიან ვადაში ნდობის აღსადგენად შესაბამისი ზომების მიღებას სთავაზობს. წყაროების თქმით, შეთანხმება შესაძლოა მომავალი კვირის დასაწყისიდან შევიდეს ძალაში.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











