სობიანინი: მოსკოვისკენ მიმავალი 64 დრონი ჩამოაგდეს, აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ რუსული „ტელეგრამ“ არხები, მედია და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი წერენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვნუკოვოს აეროპორტში დაწესებული შეზღუდვების გამო თურქეთიდან მოსკოვში მიმავალი ორი თვითმფრინავი უკან დააბრუნეს. „როსავიაციამ“ შეზღუდვები დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებშიც დააწესა.
სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოსკოვისკენ მიმავალი 64 დრონი ჩამოაგდო. მისივე თქმით, დრონების ჩამოვარდნის ადგილებში გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











