სამართალი

Amnesty International და საია ციხეებში წამების გახშირებულ ცნობებზე შეშფოთებას გამოხატავენ

Amnesty International და საია ციხეებში წამების გახშირებულ ცნობებზე შეშფოთებას გამოხატავენ

„Amnesty International“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ციხეებში წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ გახშირებული ცნობების გამო.

განცხადების მიხედვით, საუბარია სექსუალური ძალადობის, ცემისა და მუქარის ბრალდებებზე. ორგანიზაციები შეშფოთებას ასევე იმ პატიმრების მიმართ რეპრესიებზეც გამოთქვამენ, რომლებიც ძალადობის შესახებ საჯაროდ აცხადებენ.

დოკუმენტში მიმოხილულია ბოლო პერიოდში გავრცელებული ბრალდებები, მათ შორის გიორგი დავითაძის საქმე. ორგანიზაციების შეფასებით, ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ