სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი უფროსი რამაზ თათარაშვილი გახდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაადასტურეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ იუსტიციის მინისტრს მიმართა რეკომენდაციით, შეეჩერებინა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის უფლებამოსილება.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











