მსოფლიო

ისრაელის არჩევნები: 90.9%-ის დათვლის შემდეგ ნეთანიაჰუს ბლოკს 53 მანდატი აქვს, აიზენკოტის ბლოკს — 48

ისრაელის ცესკო ხმების 90.9%-ის დათვლის შემდეგ - ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 53 მანდატს მოიპოვებს

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმების 90.9%-ის დათვლის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ქნესეთში 53 მანდატს მოიპოვებს. The Times of Israel-ის ცნობით, მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი 48 მანდატს აგროვებს.

არაბული პარტიები 19 მანდატს მოიპოვებენ.

ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ