ერდოღანი ტრამპს: თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის აღდგენას შეუწყოს ხელი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მათ თურქეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური მოვლენები განიხილეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ძალისხმევა თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობების გასაძლიერებლად და ყველა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ჰორმუზის სრუტესა და იემენში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობს, პრობლემები დიპლომატიური გზით მოგვარდეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური პროცესის აღდგენასა და ამ გზით ომის დასრულებაში.











