პოლიტიკა

გვარამია საკონსტიტუციოში: მოსარჩელის სტანდარტით ასაკრძალი პარტია თავად „ქართული ოცნებაა“

ნიკა გვარამია - მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარმოთქმისას განაცხადა, რომ მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ნორმის განმარტების სისტემით, ასაკრძალი პარტია თავად „ქართული ოცნებაა“.

მისი თქმით, თუ ნორმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მსგავსად აღვიქვამთ, „პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი“.

გვარამიამ განმარტა, რომ წინა დღეს მხარეები ხუთ საფუძველზე საუბრობდნენ. მისი თქმით, სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, „ქართული ოცნებაა“.

მისივე განცხადებით, ხუთივე საფუძვლის სარკისებური წაკითხვა, ანუ სარჩელის სტანდარტის მათზე გავრცელება, აჩვენებს, რომ სარჩელის განმარტება „ყოველ მმართველ ძალას, რომელიც კონსტიტუციურ კურსს ცვლის, ოპოზიციას სჯის და პროტესტს ძალით შლის, უფრო ზუსტად აღწერს, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც ითხოვს არჩევნებს, ითხოვს სამართლიანობას და თავისუფლებას უკანონო პატიმრებისთვის“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ