ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა. ობამა ჯორჯიის შტატში, „დემოკრატი“ სენატორის ჯონ ოსოფის მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საუბრობდა.
მისი თქმით, თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ისეთ ძირითად მოკავშირეებს ვშორდებით, როგორიც კანადაა, თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან“, - განაცხადა ობამამ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











