სამართალი

ლაგოდეხსა და თელავში მარიხუანისა და კანაფის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს, ორი პატიმრობაშია

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანის და კულტივირების ფა

საქართველოს პროკურატურამ სამ პირს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანა“. ერთ-ერთმა მათგანმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ის დააფასოვა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მესამე ბრალდებულმა თელავში უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რეალიზაციის ხელშეწყობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინათ. ეს ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. მესამე ბრალდებულთან დაკავშირებით პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ