ტუსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი

აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წინასწარი მონაცემებით 4 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. ეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში, მინისტრთა კაბინეტთან საუბრისას განაცხადა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი კონსულტაციებს მოჰყვა. ეს კონსულტაციები სხვებთან ერთად, „მაგრამ უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ამერიკულ მხარესთან“ ჩატარდა.
პოლონეთის პრემიერის თქმით, პუტინთან საუბრის შემდეგ სტუბმა მას ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ „ორივე მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა“. ტუსკის თქმით, სტუბმა ასევე თქვა, რომ „სატელეფონო საუბრის დროს ევროპული მხარის შთაბეჭდილება ძალიან შეკავებული ოპტიმიზმი იყო“ აბუ-დაბიში პროგრესის მიღწევის შანსებზე.











