პოლიტიკა

გორდულაძე: ევროპაში ბოლო ათწლეულებში 150 პარტია აიკრძალა, უკრაინაში — 22, მოლდოვაში — 8

არჩილ გორდულაძე - უკრაინაში ბოლო 3 წელში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია - არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოშ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ევროპის მასშტაბით ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტიაა აკრძალული. მისივე თქმით, უკრაინაში ბოლო 3 წელში 22 პარტია აიკრძალა, მოლდოვაში კი — 8. გორდულაძის განცხადებით, მათგან ოთხი მემკვიდრე პარტიის საქმიანობა 2026 წლის ივლისში აიკრძალა.

გორდულაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ სახით არსებული აგენტურა და მათ უკან მდგომი ძალები საზოგადოებას ტყუილს ახვევენ: თითქოს უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე ევროპაში არაკონსტიტუციური, არასახელმწიფოებრივი პარტიების აკრძალვა დემოკრატიის ზეიმია, საქართველოში ანალოგიური პარტიების აკრძალვა კი დემოკრატიულ უკუსვლას წარმოადგენს.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც უკრაინასა და მოლდოვაში მისაღებია, დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, საქართველოში ანალოგიური ქმედება კი დემოკრატიის უკუსვლად არის შეფასებული.

„საზოგადოება იმსახურებს, რომ არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობა იყოს აკრძალული საქართველოში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის უფლებაა, რომ საკუთარი თავი დაიცვას და რაც მთავარია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და რეალურად აგენტურა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული, შეფასდეს სამართლებრივად, გასამართლდეს და აიკრძალოს. რაც არის მისაღები ევროპულ ქვეყნებში, რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, ანუ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული. ზუსტად იმავე ოპერიდან არის, როგორც რუსული კანონი, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება თურმე შეუძლია საფრანგეთს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება ძირს უთხრის დემოკრატიას. საზოგადოება კი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად შესაბამისობაშია როგორც ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, რაც მთავარია, გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ