კონფლიქტები

სიბიგა: სანამ რუსეთს მიზნების მიღწევა სჯერა, სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება

ანდრეი სიბიგა - სანამ რუსეთს სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზნებს მიაღწევს, სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, სანამ იმედი ექნება, რომ უკრაინაზე ზეწოლით საკუთარ მიზნებს მიაღწევს.

„სანამ რუსეთს სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზნებს მიაღწევს და ზეწოლის გზით მას კაპიტულაციას აიძულებს - მიზნებს, რომელთა მიღწევაც ბრძოლის ველზე არ შეუძლია - ის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ იქნება“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, ომის დასასრულებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება და გაზრდა.

„ძალის მეშვეობით მოპოვებული მშვიდობა ერთადერთი ეფექტური სტრატეგიაა. თუმცა, ეს ძალა აგრესორის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და არა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც თავს იცავს. ეს ომი უკრაინის წინააღმდეგობის შეჩერებით ვერ დასრულდება. მისი დასრულება მხოლოდ აგრესორის თავდასხმების შეწყვეტით შეიძლება”, - აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებას გამოეხმაურა. უშაკოვის თქმით, მოსკოვი მზადაა 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს უკრაინასთან და აშშ-თან სამმხრივი „საცდელი“ ხასიათის მოლაპარაკებები.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ