კონფლიქტები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა 161 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეზე აღდგა

უკრაინული მედია - უკრაინაში Starlink-ი კვლავ 161 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს

უკრაინაში Starlink-ი კვლავ 161 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილიდან თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ Starlink/Starshield-ის მუშაობა 161 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეზე აღდგა.

წყაროების თქმით, უწყება ტესტირებას აგრძელებს, რათა სიჩქარის ზედა ზღვარი განსაზღვროს და დაადგინოს, რამდენად სრულად აღდგა კავშირი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული კავშირის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაში იყო.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ