კონფლიქტები

ბესკრესტნოვი: უკრაინის ძალებს Starlink-ის გამოყენება შორ და საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის ფიზიკურად არ შეუძლია

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფიზიკურად არ შეუძლია Starlink-ის გამოყენება შორ და საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, სერგეი (ფლეშ) ბესკრესტნოვმა ბიზნესმენ ილონ მასკის ბრალდებებს უკრაინელების მიერ Starlink-ის გამოყენების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით უპასუხა. მისი თქმით, ძალიან უცნაურია, რომ მასკს არ აქვს ინფორმაცია უკრაინაში Starlink-ის ოპერაციების შეზღუდვების შესახებ.

ბესკრესტნოვის განმარტებით, 2026 წლის ზამთრიდან უკრაინის ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, Starlink-ის ყველა ტერმინალის სიჩქარე 70-90 კმ/სთ-მდეა შეზღუდული, რუსეთის ტერიტორიაზე კი Starlink-ი არ მოქმედებს. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ კომერციული Starlink-ის გამოყენება შორ და საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის.

ილონ მასკმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინამ დრონებით დარტყმების განსახორციელებლად Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვია. SpaceX-ის დამფუძნებლის მტკიცებით, Starlink-ის სამოქალაქო სისტემის ადამიანების დასახოცად დრონებით თავდასხმებისთვის გამოყენება არასოდეს ყოფილა დაშვებული და უკრაინა სწორედ ამგვარი დარტყმებისთვის იყენებდა მას.

მასკმა ასევე თქვა, რომ Starshield-ი ცალკე სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს და რომლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას აშშ-ის ხელისუფლება იღებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ