თბილისი

თბილისში, რესტორან „ლისი მერესთან“ ძმის ქორწილში მყოფი კაცი მოკლეს

თბილისში, რესტორან „ლისი მერესთან“ ძმის ქორწილში მყოფი კაცი მოკლეს

თბილისში კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. გარდაცვლილი ძმის ქორწილში იმყოფებოდა.

გარდაცვლილის ნათესავის, ფაინა ბოიკოს თქმით, მკვლელის ვინაობა მათთვის ცნობილი არ არის. „ტვ პირველთან“ საუბრისას მან განაცხადა: „მკვლელის ვინაობა არ ვიცით. მოხდა ძმის ქორწილში. ისედაც რაც არის ცნობილი, სხვა არაფერი ამ ეტაპზე არ ვიცით. […] ჩხუბი იყო, ოღონდ ჩემი დის შვილი აშველებდა, ინიციატორი არ იყო ჩხუბის, უბრალოდ აშველებდა, რომ ქორწილს ჩაევლო ნორმალურად“.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ