კონფლიქტები

ზელენსკი: ომის სწრაფად შეჩერებისთვის მზად ვართ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ამ ომის სწრაფად შეჩერებისთვის მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ომის სწრაფად შეჩერებისთვის მზადაა. მისი თქმით, კიევი ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ კონფლიქტის გაყინვას მზადაა.

„დიახ, ჩვენ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შევაჩეროთ. მზად ვართ, კონფლიქტის ფრონტის ხაზზე ახლავე გაყინვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე დროს, ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიების დათმობას და რუსეთის ნაწილად აღიარებას ის არ აპირებს.

„როდესაც 25%-ზე საუბრობენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი დონბასი უნდა დავთმოთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი 25%-ს გააკონტროლებენ. ამჟამად, ისინი 19.3%-ს აკონტროლებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ