Reuters: აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა აბუ-დაბიში ან შვეიცარიაში შეიძლება გაიმართოს

აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა შესაძლოა აბუ-დაბიში ან შვეიცარიაში გაიმართოს. ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შესაძლოა „რამდენიმე კვირაში“ შედგეს.
მისივე განმარტებით, მიზანი მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრისთვის მომზადებაა, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ტექნიკური დონის შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში არის დაგეგმილი.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











