ხმარა: Starlink-ის სიჩქარე 400 კმ/სთ-ზე მეტზე აღდგა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ განაცხადა, რომ Starlink 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს.
მისი თქმით, თავდაცვის უწყება Starlink-ისა და Starshield-ის სტაბილურ კავშირს აფიქსირებს. ხმარას განცხადებით, სიჩქარის აღდგენა პირდაპირი დიალოგისა და უმაღლეს დონეზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრინციპული პოზიციის წყალობით გახდა შესაძლებელი.
„თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ. 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე ფიქსირდება. კავშირი სტაბილურია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











