კონფლიქტები

ზელენსკი: არმიის შეზღუდვისა და ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი არმიის შეზღუდვისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებების ფარგლებში უკრაინა არც არმიის რიცხოვნობის შეზღუდვას დათანხმდება და არც ნეიტრალურ სტატუსს მიიღებს.

„ამის მთავარი ასპექტია ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტზე და არც უნდა ვისაუბროთ. ჩვენი ხედვა, პრინციპში, ემთხვევა ამერიკულს. არ შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინული არმიის შეზღუდვაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს რუსული მხარე ვერ განსაზღვრავს.

„ამრიგად, დასკვნები ნათელია: ჩვენი არმიის შეზღუდვისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ტერიტორიული საკითხი კი წითელი ხაზია, რომლის განხილვაც მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ