საზოგადოება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ძმა მოკლეს - არსებული ინფორმაციით, ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, ერთმა გაქცევა მოახერხა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამ ძმას ესროლეს. ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო.

ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იყვნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

არსებული ინფორმაციით, ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, როცა მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. მიღებული დაზიანებების გამო ორი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ მოტივად შურისძიება და წარსულში დაწყებული კონფლიქტი განიხილება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ