მსოფლიო

აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელის სამი ტანკერიდან ორმა კურსი შეცვალა

The Financial Times - აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს, რაც შესაძლოა, დონალდ ტრამპის მოსკოვთან დიზელის შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს

აშშ-სკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული სამი ტანკერიდან ორმა კურსი შეცვალა. ამის შესახებ The Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ დონალდ ტრამპის მოსკოვთან დიზელის საწვავზე შეთანხმება ჩაიშალა.

გამოცემის წყაროების თქმით, მესამე ტანკერიც შეცვლის კურსს „რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო“.

ამჟამად ამერიკელმა მყიდველებმა რუსული საწვავის მიღებაზე უარი თქვეს, რადგან შტატებისა და ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი საფრთხეები არსებობს.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მაიკი შერილმა შტატის პორტებისა და ტერმინალების ოპერატორები გააფრთხილა, რომ რუსული დიზელის გადმოტვირთვის გამო მათ შესაძლოა მილიონობით დოლარის ჯარიმა დაეკისროთ.

CNN-ის ცნობით, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დიზელის შეთანხმებაში ჩართულ ბანკებს, პორტების ოპერატორებსა და კომპანიებს დოკუმენტების შენარჩუნება დაავალა. ეს საზედამხედველო მოკვლევების მოსამზადებლად გაკეთდა, რადგან იანვარში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს აიღებენ.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ