მელანია ტრამპმა ზელენსკისა და პუტინს პირადი წერილები მისწერა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადი წერილები მისწერა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში უკრაინული და რუსული დელეგაციების მიღებისას განაცხადა.
„დღეს პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის მივწერე, პირადი წერილებით მივმართე. მსურს, რომ თქვენ გადასცეთ ეს წერილები თქვენს ლიდერებს, ეს ჩემს პირად თხოვნად ჩათვალეთ“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.
შეხვედრას უკრაინის მხრიდან „ხალხის მსახური“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია და ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი ესწრებოდნენ. რუსეთის მხრიდან მონაწილეობდნენ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და ომბუდსმენი იანა ლანტრატოვა.
მელანია ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ოლეშკიში, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაცია უფრო ფართო მშვიდობის წინაპირობა გახდება.
სტატიაში მოხსენიებული პირები











