საზოგადოება

სტუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიას მამის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა

სტუ-ის რექტორი ჯაბა სამუშიას მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მამის, გიორგი (გოგი) სამუშიას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი ოჯახსა და ახლობლებს გადასცა.

სამძიმრის წერილს სტუ ავრცელებს. მასში წერია: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გიორგი (გოგი) სამუშიას გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვიზიარებთ თქვენი ოჯახის დიდ ტკივილს და ამ უმძიმეს წუთებში, თანაგრძნობას გიცხადებთ. მამის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, რომლის სიმძიმის შემსუბუქება მხოლოდ მოგონებებითაა შესაძლებელი. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაგრძნობა. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს და გამძლეობას ამ მძიმე განსაცდელის დროს. უფალმა ნათელში ამყოფოს ბატონი გიორგის სული, ხოლო მის ოჯახს მიანიჭოს ნუგეში და მშვიდობა“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ