დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან შესაძლებელია, 83 პუნქტი ამუშავდება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
ფორმის შეძენა შესაძლებელია როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge-ის მეშვეობით.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











