საზოგადოება

თელავში მეუღლეზე და შვილზე ძალადობისთვის ნასამართლევი მამაკაცი ზესტაფონში დააკავეს

შსს - მამაკაცმა თელავში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ფიზიკურად იძალადა შვილზეც - ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. მას ბრალი ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ჩადენილ ძალადობაში და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაში ედება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საზღვარგარეთიდან ახლადდაბრუნებულმა მამაკაცმა 31 ოქტომბერს თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის შემდეგ მან შვილზეც იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ცხელ კვალზე, იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. ეს სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ