თბილისი

ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლეები სწავლას N51-ე სკოლის მეორე ცვლაში გააგრძელებენ

ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლეები სწავლას N51-ე სკოლის მეორე ცვლაში გააგრძელებენ

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

მოსწავლეებისა და მშობლების თქმით, დღეს შეიტყვეს, რომ სწავლას N51-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ. ეს მათ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მშობლების ნაწილი სამინისტროსთან შეხვედრას და ვითარების გარკვევას ითხოვს.

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა სექტემბრიდან იცოდნენ, რომ სკოლას ექსპერტიზა ესაჭიროებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს განხილვა, თუ რომელ შენობაში უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები.

ტვ პირველის რეპორტაჟის მიხედვით, მოსწავლეებმა სამინისტროსთან შეხვედრებზე ალტერნატიული ფართის სახით რამდენიმე შენობა შესთავაზეს, სადაც პირველ ცვლაში გააგრძელებდნენ სწავლას. საბოლოოდ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ