სამართალი

ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმებით პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა

ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმებით პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა

ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა. პასიური საარჩევნო უფლება მოქალაქეს არჩევით თანამდებობაზე არჩევის შესაძლებლობას ანიჭებს.

საპროცესო შეთანხმების ამ ჩანაწერს თავდაპირველად „საქართველოს ამბებმა“ მიაქცია ყურადღება. პროკურორი მანანა თანდაშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის კითხვას არ პასუხობს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კოხტაშვილს 5 წლით აუკრძალეს არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა.

მაია კოხტაშვილის შვილი ანა იმედაშვილი ამბობს, რომ დედას პოლიტიკაში მოსვლა არასდროს უფიქრია. მისივე თქმით: „მე არ ვიცი, რა არჩევნებში უნდა მიიღოს დედამ მონაწილეობა, როცა არჩევნები აღარ გვაქვს. ეტყობა მაინც თავი დაიზღვიეს და არ სურთ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს ადამიანებს, ვისაც რამე შანსი ექნებოდა“.

ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს. მას ედავებოდნენ ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის არაერთგზის ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაცემას. ეს მუხლი ჯარიმით ან 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ასევე შესაძლოა დაენიშნოს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ერთ წლამდე ვადით.

მოგვიანებით კოხტაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა: მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და მართვის უფლება 6 თვით შეეზღუდა. საექიმო საქმიანობის უფლება შენარჩუნებული აქვს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ