პოლიტიკა

პაპუაშვილი სანაიას პატიმრობაზე: „მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ“

პაპუაშვილი სანაიას პატიმრობაზე: „მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ“

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობასთან კავშირი არ აქვს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გრძნობს თუ არა უხერხულობას იმის გამო, რომ სანაია მის გამო 30 დღით უნდა იყოს ციხეში.

„[ვახო სანაია ციხეში] ჩემ გამო არა, ის არის თავისი უხამსობის გამო. მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ“, – თქვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, „ყველა პასუხისმგებელია თავის ქცევაზე“.

სანაიას Facebook-ზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო მორიგ ჯერზე შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად 30 დღით. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 19 ოქტომბერს გამოაცხადა. სანაია სხდომას არ ესწრებოდა, ის პოლიციამ სახლთან დააკავა.

ვიდეოში სანაია შალვა პაპუაშვილს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“ უწოდებს. ვიდეოს ბოლოს ამბობს სიტყვებს „ხო და შალვა“, რის შემდეგაც ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“.

22 ივლისს ჟურნალისტს მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, 10 ივლისს კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6,000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ