ოქროს ნაკეთობების გაყიდვის შემდეგ 102 300 ლარის მიტაცებისთვის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. მას დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება ედება ბრალად.
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები მოტყუებით გამოართვა. მან დაზარალებულს დაარწმუნა, რომ ნივთების გაყიდვიდან ერთი თვის ვადაში შესაბამის თანხას გადაუხდიდა. ნაკეთობების რეალიზაციის შემდეგ კი ბრალდებულმა დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და გაყიდვით მიღებული 102 300 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











