ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
უწყების ინფორმაციით, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, პირი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა. მათ შორის იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მუქარა.
შსს-ს განმარტებით, ძებნილი პირი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. დაკავებულის მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











