ბერნემი: დიდი ბრიტანეთი 2027 წლის „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინს არ მიიწვევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის განცხადებით, ქვეყანა მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს.
The Economist-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა, მიიწვევს თუ არა პუტინს სამიტზე. ბერნემმა მოკლედ უპასუხა: „არა“.
„დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი დიდ ბრიტანეთში 2027 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორი თვის წინ პუტინი ოფიციალურად მიიწვია დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვიოს.
ეს სამიტი მაიამიში 14-15 დეკემბერს გაიმართება.
სტატიაში მოხსენიებული პირები
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











