სამართალი

თბილისში 43 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შსს - პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა თბილისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ბრალდება ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობას.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 43 შეკვრა „მეთადონი“, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. ეს მუხლები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ