კონფლიქტები

ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმამდე ოლქში დრონების საფრთხის გამო განგაში გამოცხადდა, აეროპორტი კი დაიხურა.

ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2007 წლიდან სს „როსნეფტის“ ნავთობკომპანიების ჯგუფის ნაწილია. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.8 მილიონი ტონა ნავთობია.

ქარხანა 20-30-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის „ევრო-5“ კლასის საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, რუსეთის საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილ რეაქტიულ საწვავს, ბიტუმსა და ნავთობკოქსს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ