ვაშლიჯვარში კლდის ჩამოშლისას ლოდი სახლს დაეცა, ერთი ადამიანი დაშავდა

ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის ქუჩის ბოლოს, კლდე ჩამოიშალა. ჩამოშლილი ფერდიდან ლოდი სახლს დაეცა და ერთი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











