ოლეშკიში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გზების განაღმვა დაიწყო

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის და აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინფორმაციით, ოლეშკიში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გზების განაღმვა დაიწყო.
ლუბინეცის თქმით, 27 ოქტომბრიდან გარკვეულ არეალში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს და მხარეები მას იცავენ. „ამჟამად მარშრუტების განაღმვა მიმდინარეობს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ მიწოდების უზრუნველსაყოფად და ქალაქის დატოვების შესაძლებლობის მისაცემად მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებას ეს სურთ“, - წერს ის.
მოგვიანებით მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ უკრაინამ და რუსეთმა გზების განაღმვა დაიწყეს, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ქალაქ ოლეშკიში უსაფრთხოდ მიაღწიოს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











