ბუდანოვი: მშვიდობიანი მოსახლეობის დემონსტრაციული მკვლელობები რუსეთის „არგუმენტებია“ მოლაპარაკებებზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დემონსტრაციული მასობრივი მკვლელობები რუსეთის „არგუმენტებია“ მოლაპარაკებებზე.
„დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რეალურად როგორ უყურებს ომის დასრულებასა და მშვიდობის ძიებას. უკრაინის რამდენიმე ქალაქში პირდაპირ ქუჩებსა და საცხოვრებელ შენობებში მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ დღეში დემონსტრაციული მკვლელობა - ასეთია რუსეთის „არგუმენტები“ მოლაპარაკებებში“, - წერს ბუდანოვი.
მისივე თქმით, უკრაინამ და მთლიანად თავისუფალმა სამყარომ ამას რეალური ძალით უნდა უპასუხონ. „უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს, და მოსკოვის ამ აგრესიის გატარების თავად შესაძლებლობა უნდა განადგურდეს. მხოლოდ უკრაინისა და მისი პარტნიორების სამხედრო ძალას შეუძლია ბომბებისგან, დრონებისგან და რაკეტებისგან ხალხის ყოველდღიური მკვლელობის გაჩერება ევროპის ცენტრში“, - აცხადებს ბუდანოვი.











