დნიპროს რკინიგზის სადგურზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 14-ს მიაღწია

დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას ცნობით, დაშავებულთაგან 13 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექვსი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
რუსულმა ძალებმა დღეს დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმას დრონებით დაარტყეს. იერიშის დროს სადგურზე სამგზავრო მატარებლები იდგნენ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











