უილსონი ხოშტარიაზე: ავტორიტარები ადამიანებს აპატიმრებენ, რათა გააჩუმონ

აშშ-ის „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის“ (NED) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ უილსონმა სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას საქმეზე დაწერა. მისი თქმით, საქართველოს ოპოზიციის ლიდერს საარჩევნო ბანერზე წარწერის - „რუსული ოცნება“ - გაკეთებისთვის 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
უილსონის თქმით, დღეს ხოშტარია კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს. „მიუხედავად ამისა, ის აცხადებს: „ბოლომდე ვიბრძოლებ“. ავტორიტარები ადამიანებს აპატიმრებენ, რათა ისინი გააჩუმონ. ელენე გვახსენებს, თუ რატომ არ გამოსდით მათ ეს“, - აცხადებს უილსონი.
მისივე ინფორმაციით, დღეს ლინკოლნის მემორიალთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პატიმართა სახელებს გააჟღერებენ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











