მსოფლიო

პრემიერი ტოლედოსთან მატარებლების შეჯახების გამო ესპანეთს თანაგრძნობას უცხადებს

პრემიერი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. მისივე თქმით, კატასტროფას მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განცხადება პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ მძიმე წუთებში ესპანეთის გვერდით დგას.

„ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას“, — აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ