თბილისი

დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სკოლის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ

დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები აქციას მართავენ

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები აქციას მართავენ. ისინი სკოლის შენობის მშენებლობის დასრულებას და ბავშვების სკოლაში დროულად დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მათივე განცხადებით, სკოლის ძველი შენობა ავარიული მდგომარეობისა და სეისმური ნორმების შეუსაბამობის გამო რვა წლის წინ დაინგრა. ახალი შენობის მშენებლობა 2023-2024 წლებში დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ