მთაწმინდაში 21 ოქტომბერს წყალმომარაგება შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 21 ოქტომბერს მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
კომპანიის განმარტებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლის აუცილებლობის გამო 21 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირის N10-44 და N1-31, კვალის, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, აპოლონ ქუთათელაძის, თაბუკაშვილის N30-48 და N25-53, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის, ლადო გუდიაშვილის, გრიგოლ აბაშიძის, ნატო ვაჩნაძის, ფურცელაძის, პუშკინის N2-10, ზაქარია ჭიჭინაძის, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, სულიკო ჟღენტის, ზაალ ქიქოძის და ბესიკის ქუჩებზე.
კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინებით აცნობებს. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე 2 93 11 11, ასევე ფეისბუქისა და ვებგვერდის gwp.ge-ის მეშვეობით.










