თბილისში დაპირისპირების დროს ორი პირის დაჭრის გამო სამი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს. ბრალდება ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ეხება.
გამოძიების მონაცემებით, თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღით კონფლიქტში მონაწილე ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული პირები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაჭრაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ორი პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.








