თბილისი

თბილისის მერიის პროგრამით Skillwill-ის კურსებზე სწავლა სრული დაფინანსებით შეიძლება

თბილისის მერიის პროგრამით Skillwill-ის კურსებზე სწავლა სრული დაფინანსებით შეიძლება

თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს Skillwill-ის ტექნოლოგიურ კურსებზე სრული დაფინანსებით სწავლისა და პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვთ. თბილისის მერიის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში რეგისტრაცია 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მინიმუმ 16 წელი უსრულდება. შერჩეული მონაწილეების სწავლის საფასურს თბილისის მერია სრულად დაფარავს, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი ისინი ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

Skillwill მონაწილეებს ოთხ მიმართულებას სთავაზობს. Power BI & SQL-ის კურსზე მონაწილეები შეისწავლიან მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას, რათა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასაგებად წარმოადგინონ და გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენონ.

ციფრული მარკეტინგის კურსი აერთიანებს თანამედროვე მარკეტინგულ ინსტრუმენტებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. მონაწილეები გაეცნობიან ციფრული კამპანიების დაგეგმვას, აუდიტორიასთან კომუნიკაციას, შედეგების ანალიზსა და AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას.

Vibe Coding-ის კურსზე მონაწილეები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმუშავებენ ციფრული პროდუქტების შექმნაზე და ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს პრაქტიკულ ამოცანებში გამოიყენებენ. კონტენტის შექმნის კურსი კი მოიცავს AI ინსტრუმენტების გამოყენებას იდეის დამუშავების, კონტენტის დაგეგმვისა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის მასალის შექმნის პროცესში.

კურსები ხელოვნური ინტელექტის განვითარებით შრომის ბაზარზე გამოწვეულ ცვლილებებს პასუხობს: კომპანიებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ თანამშრომლები, რომლებსაც მონაცემების დამუშავება, ციფრული მარკეტინგი, AI ინსტრუმენტების გამოყენება და ციფრული პროდუქტების შექმნა შეუძლიათ.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ანაზღაურებადი სტაჟირებაა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიღებულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებენ, პროფესიულ გამოცდილებას დააგროვებენ და მომავალ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მიიღებენ.

რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა 21 ოქტომბრამდე ვებგვერდზე dasakmdi.ge უნდა შეავსონ განაცხადი და Skillwill-ის სასურველი კურსი აირჩიონ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ