სამგორში 16 ოქტომბერს წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 16 ოქტომბერს, სამგორის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩა N9-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის გამო აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შესაქმნელად, სამუშაოების ძირითად ნაწილს ტექნიკური ჯგუფები ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. სამუშაოებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, ამიტომ წყალმომარაგება 16 ოქტომბრის 22:00 საათიდან 17 ოქტომბრის 10:00 საათამდე შეწყდება.
შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის III მასივს, აკაკი ვასაძის, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ. აბაშვილის, კაკლიანის და ბერიაშვილის ქუჩებს, ასევე კახეთის გზატკეცილის N7-ს, N10-ს, N33-ს, N33 ა-სა და N44-დან N76-ის ჩათვლით.
კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინებით აცნობებენ. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცხელ ხაზზე 2 93 11 11, ასევე კომპანიის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე gwp.ge.



