თბილისი

მოსკოვის გამზირზე ავტომობილმა ქვეითი გაიტანა, მამაკაცი დაიღუპა

მოსკოვის გამზირზე ავტომობილმა ქვეითი გაიტანა, მამაკაცი დაიღუპა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაციით, დაღუპული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ