მსოფლიო

ტრამპი: მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა

ტრამპი: მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა.

ტრამპმა არ უპასუხა კითხვას, ესაუბრა თუ არა ამ საკითხზე მასკს. ჟურნალისტებისთვის მას განუცხადებია: „ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს; მე დავრეკე თუ ვინმე სხვამ - ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ მან ეს უკან დააბრუნა“. დეტალები აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

მანამდე The Wall Street Journal წერდა, რომ ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და მოუწოდა, უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვები მოეხსნა. გამოცემის წყაროების თქმით, ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, ამ საუბრის შემდეგ სატელიტურმა კავშირმა უკრაინაში უფრო სტაბილურად დაიწყო მუშაობა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების განმარტებით, სისტემას ფუნქციონირება ჯერ სრულად არ აღუდგენია, თუმცა შეზღუდვების პერიოდთან შედარებით უფრო მაღალ სიჩქარეებზე მუშაობს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი გაღიზიანებული იყო იმით, რომ მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ხელოვნურად შეზღუდული რჩებოდა დაახლოებით 100 მილი/სთ-ზე (დაახლოებით 160 კმ/სთ).

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ