მსოფლიო

ევროკომისია უიტკოფის რუსეთში მოლაპარაკებების შედეგებზე ბრიფინგს ელოდება

ევროკომისია უიტკოფის რუსეთში მოლაპარაკებების შედეგებზე ბრიფინგს ელოდება

ევროკომისია ელოდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკული დელეგაცია სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობენ.

ევროკომისიის პრესსპიკერის, პაულა პინიოს თქმით, 20 ოქტომბერს ოსლოში უკრაინის, აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, არსებობს თუ არა მოლაპარაკებების ახალ ფორმატზე რუსეთის მონაწილეობით გადასვლის შესაძლებლობა.

„სანქტ-პეტერბურგში პრეზიდენტ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წინა დღეს მთავარი მიზანი იყო იმის დადგენა, არსებობს თუ არა წინაპირობები სამმხრივ ან თუნდაც მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე შესაძლო გადასვლისთვის, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთ მაგიდასთან იქნებიან წარმოდგენილი“, - განაცხადა პინიომ.

მისი თქმით, ევროკომისია ამერიკული მხარისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება. „ველით, რომ ამერიკული დელეგაციის რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ბრიფინგი გაიმართება“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

პუტინმა და უიტკოფმა სანქტ-პეტერბურგში დღეს ისაუბრეს. შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ