მსოფლიო

ტიბეტში 7 მაგნიტუდის მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში 7 მაგნიტუდის მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგჩუს რეგიონის ბაკენის ოლქში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი სახლი ჩამოინგრა, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება კი დიდწილად შეწყდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ